saqarTvelos myinvarebi - Sxeldis myinvari
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
კოორდინატები | 43°08`51` ჩ. გ. 42°38`40` ა. გ. |
სიგრძე | 3.2 კმ |
ფართობი | 4.1 კმ² |
ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დოლრაჭალის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) აუზში. წარმოადგენს უშბის მყინვარის მარჯვენა შენაკადს. სიგრძე 3.2 კმ, ფართობი 4.1 კმ². მყინვარის ენის სიმაღლე 2600 მ-მდე. საზრდოობს შხელდის მასივიდან ჩამონადენი მყინვარებითა და თოვლის ზვავებით.